07:48 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-14 18:42:24, 1726 ნახვა

პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსი“ უწყვეტ საპროტესტო აქციებს იწყებს

„პატრიოტთა ალიანსი“ კვირას, 17 ნოემბერს, უწყვეტ საპროტესტო აქციებს იწყებს.

ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მთავარი მოთხოვნა ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“ წასვლა იქნება.

„ქართული ოცნება 7 წელია ატყუებს ხალხს და პირდება, რომ გააუქმებს მაჟორიტარულ ოლქებს, დღევანდელი კენჭისყრა ამ ტყუილის მწვერვალი და ხილული მაგალითია. სრულიად საქართველოსთვის არის ნათელი, რომ ხელისუფლებამ დღვანდელი ნაბიჯით განახორციელა ძალაუფლების უზურპაცია. ნათელია, რომ ხელისუფლების მიტაცების პროცესი დაწყებულია. მე ვაცხადებდი პლენარულ სხდომებზე და ხაზს ვუსვამდი იმას, რომ, თუ ჩავარდება კენჭისყრა, ქვეყანაში უმძიმესი პროცესები დაიწყება, დაიწყება პოლიტიკური კრიზისი  და მივმართავდი საჯარო შეკითხვით „ქართულ ოცნებას“, მზად იყვნენ თუ არა ამ კრიზისის დასაძლევად, მაგრამ კრიზისებს თავად იწვევენ და ქვეყანაში ქმნიან აბსოლუტურად ქაოტურ მდგომარეობას, ამიტომ ჩვენ ამ ვითარებაში გადავდივართ უწყვეტ საპროტესტო აქციებზე“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

"პატრიოტთა ალიანსის" პირველი აქცია კვირას, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს, ჩავარდა. კანონპროექტის ჩაგდება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს შორის აზრთა სხვადასხვაობამ და მათი ნაწილის წინააღმდეგობამ გამოიწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics