|
2019-11-14 18:08:40, 1724 ნახვა
პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობა მარიამ ჯაშმაც დატოვა
საპარლამენტო უმრავლესობა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმაც დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გადაწყვეტილების მიზეზი პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდება გახდა, რომლის დამკტიცების პირობაც მმართველმა გუნდმა 2 თვის წინ დადო. „მე ვტოვებ ქართული ოცნების უმრავლესობას და შესაბამისად, განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს. პირადად მე მხარი დავუჭირე პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ამ შემთხვევაში, ჩვენი, ორი თვის წინ დადებული პირობა, რაც საზოგადოებასა და საერთაშორისო საზოგადოებას მივეცით, იყო პრინციპული საკითხი, გაგვეტანა ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა. შეგახსენებთ, ჯაშის გარდა, დღეს კენჭისყრის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობა კიდევ 7-მა დეპუტატმა დატოვა. ესენი არიან: თამარ ჩუგოშვილი; თამარ ხულორდავა; ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, ზაზა ხუციშვილი; სოფიო ქაცარავა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)