07:22 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-14 18:04:08, 1786 ნახვა

კომენტარი
ხაზარაძე - დღეს, სწორედ რუსთაველზე გადის ჩვენი თავისუფლების დაცვის და ქვეყნის მომავლის გადარჩენის ხაზი

„დღეს, სწორედ რუსთაველზე გადის ჩვენი თავისუფლების დაცვის და ქვეყნის მომავლის გადარჩენის ხაზი, სწორედ აქ უნდა ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ბოლომდე დავიცავთ ახალგაზრდების ბრძოლით და სისხლით მოპოვებულ გამარჯვებას!“, - ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

იგი პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობისთვის მიცემული პირობა არ შეასრულა.

„მეგობრებო! დღეს, საქართველოს მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იგი არაფრად აგდებს საქართველოს მოსახლეობას, არღვევს მათ წინაშე დადებულ პირობას და უარს ამბობს პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვაზე.

დღეს, სწორედ რუსთაველზე გადის ჩვენი თავისუფლების დაცვის და ქვეყნის მომავლის გადარჩენის ხაზი, სწორედ აქ უნდა ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ჩვენი სიტყვა და საქმე ერთია და ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ახალგაზრდების ბრძოლით და სისხლით მოპოვებულ გამარჯვებას!

მოგიწოდებთ ყველას, დავდგეთ ერთად! დავდგეთ იმ ღირებულებების დასაცავად, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გარანტია.

ჩვენ ვდგავართ ახალგაზრდებთან ერთად!

ლელო დგას ხალხთან ერთად!“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტის მისაღებად სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო, თუმცა მას მხარი 101 დეპუტატმა დაუჭირა, 3 კი, წინააღმდეგი იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics