13:35 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-14 17:36:36, 984 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს იუსტიციის მინისტრი საპასუხო ვიზიტით ლატვიაში იმყოფება

ვიცეპრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პირველ მოადგილე  მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, საპასუხო ვიზიტით ლატვიაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში,  ქართულმა დელეგაციამ  პირველი შეხვედრა გამართა ლატვიის ვიცეპრემიერთან, იუსტიციის მინისტრ იანის ბორდანისთან.  

შეხვედრაზე ლატვიის იუსტიციის მინისტრი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმებით დაინტერესდა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმამ, აგრეთვე, პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილმა რეფორმებმა.

 საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ლატვიელ კოლეგას გააცნო ის ძირითადი პრინციპები, რომელთაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ემყარება და აღნიშნა, რომ სპეციალიზებული სისტემა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისათვის, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე იქნებოდა ორიენტირებული, საქართველოს მანამდე არასოდეს ჰქონია. ამ მხრივ კოდექსი ინოვაციურია და საინტერესოა არა მარტო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისათვის, არამედ დასავლეთ ევროპის ქვეყნებისთვისაც.

ქართული მხარე დაინტერესდა ლატვიის რესპუბლიკის გამოცდილებით ალიმენტის საგარანტიო ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებითაც. აღნიშნული ფონდის ადმინისტრაცია ლატვიის იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებს და მის დაარსებას საფუძვლად  ბავშვის ინტერესების დაცვა უდევს.

საქართველოს ვიცეპრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ლატვიაში ოფიციალური ვიზიტით ლატვიის ვიცეპრემიერის, იუსტიციის მინისტრ იანის ბორდანისის მიწვევით იმყოფება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics