07:23 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-14 14:17:26, 1604 ნახვა

კომენტარი
ბოკერია: ივანიშვილმა და მისმა გუნდმა უმძიმესი ნაბიჯი გადადგა - რეაქცია იქნება რადიკალური

„ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა უმძიმესი ნაბიჯი გადადგა“, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას.

ბოკერიამ განვითარებულ მოვლენებს „სპექტაკლი“ უწოდა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება პირადად ივანიშვილმა მიიღო და არა უმრავლესობის დეპუტატთა ნაწილმა.

 „არავის სჯერა ამ სპექტაკლის, 100 დეპუტატი რო შეგროვდა, არც იმ ხალხის, ვინც წინააღმდეგ წავიდა. ეს არის ივანიშვილის გადაწყვეტილება, ძალიან ცუდი ქვეყნისთვის მაგრამ პირველ რიგში მისთვის. ეს არის ახალი რეალობა და ამ რეალობაში, როცა მან მოატყუა მთელი საზოგადოება, ასეთი შეურაცხყოფა მიაყენა ყველას, არც ერთი პოლიტიკური სტრატეგია უკვე აღარ არის გამორიცხული. აქტიური ბოიკოტის ჩათვლით, ყველაფერი უნდა განვიხილოთ. დღეს არსებული სისტემით არჩევნები შეიძლება ვეღარ ჩატარდეს, აღარ ჩაატარებინოთ საზოგადოებამ. როცა ასეთ ნაბიჯს დგავ, როცა მოატყუებ საზოგადოებას ესე უტიფრად, თავხედურად, სპექტაკლს გაითამაშებ, ყველაფერი შესაძლებელია, მათ შორის ფართომასშტაბიანი აქციები. ამ ყველაფერზე რეაქცია იქნება რადიკალური“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტის მისაღებად სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო, თუმცა მას მხარი 101 დეპუტატმა დაუჭირა, 3 კი, წინააღმდეგი იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics