|
2019-11-14 12:16:25, 1091 ნახვა
პოლიტიკა
ინაშვილი: დავიჯერო მაჟორიტარი ბერაიას სიტყვას უფრო მეტი წონა აქვს პარტიაში, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის?
„დავიჯერო მაჟორიტარი ბერაიას სიტყვას უფრო მეტი წონა აქვს პარტიაში, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის სიტყვას?“, - ასე შეაფასა „ტვ პირველთან“ საუბრისას, პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა მიმდინარე პოლიტიკური პროცესი. ინაშვილის თქმით, კანონპროექტის ჩავარდნის შემთხვევაში, შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ხელისუფლებას და უშუალოდ „ქართულ ოცნებას“. „მაქვს ერთი კითხვა, რომელსაც ვერ მოვუძებნე პასუხი, „ქართული ოცნება“ თუ არის ერთი პოლიტიკური გუნდი, დავიჯერო მაჟორიტარ ბერაიას უფრო მეტი წონა აქვს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს ამ ორგანიზაციაში? როგორ ხდება, რომ წარადგინეს ინიციტივა და მერე შიგნით არის დისკუსია, უნდათ თუ არა ეს. თუ დისკუსია გინდოდათ, რატომ გამოიტანეთ პლენარულ სხდოაზე განსახილველად, თუ არადა ეს ყველაფერი იყო პოლიტიკური მელაკუდობა და ასეთი თამში პარლამენტთან და საზოგადოებასთან არის დაუშვებელი. თუ ჩავარდა კანონპროექტი, შემდგომ განვითარებულ პროცესებზე პასუხისმგებლობას ვაკისრებ ხელისუფლებას და უშუალოდ „ქართულ ოცნებას“ , იმიტომ, რომ პროცესი გადავა ქუჩაში და მე ეს არ მინდა. მე მინდა მშვიდად ვიმუშაო პარლამენტში, ქვეყნის განვითარებისთვის, მაგრამ თუ „ქართული ოცნება“ ვერ გაათვითცნობიერებს, რომ ცეცხლთან თამაში არ არის საჭირო, მაშინ ჩვენ გადავალთ ქუჩაში.“, - განაცხადა ინაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)