|
2019-11-14 11:56:29, 970 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ დაუშვილი: ბიზნესომბუდსმენის მთავარი მანდატი და პასუხისმგებლობაა, იყოს მთავარი მხარდამჭერი ბიზნესის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის კუთხით
„ბიზნესომბუდსმენის მთავარი მანდატი და პასუხისმგებლობაა, იყოს მთავარი მხარდამჭერი ბიზნესის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის კუთხით“, - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა. მიხეილ დაუშვილმა პრემიერს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და ქვეყანაში არსებულ მთავარ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. „ჩემთვის დიდი პატივი და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ვიყო საქართველოს ბიზნესომბუდსმენი. დღეისათვის ჩვენი სახელმწიფოს მთავარი გამოწვევა არის სამუშაო ადგილები და ჩვენი მოსახლეობისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება. ამ მიზნის მიღწევა არის შეუძლებელი ბიზნესის განვითარებისა და ბიზნესის მხარდაჭერის გარეშე. შესაბამისად, ბიზნესომბუდსმენის მთელი აპარატის მთავარი ფუნქცია იქნება ის, რომ უსწრაფესად წამოვწიოთ ყველა ის პრობლემა, რომელიც აქვს ბიზნესს. შევხვდეთ ყველა სახის ბიზნესს, მსხვილს, საშუალოსა და მათ შორის მცირე ბიზნესს განსაკუთრებით. გავიაზროთ და გავიგოთ ის პრობლემები, რაც მათ აქვთ სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციის პროცესში და დავეხმაროთ უსწრაფესად ამ პრობლემების გადაჭრაში", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)