05:50 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-13 12:03:57, 1178 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე - თუ ხელისუფლება სიტყვას არ შეასრულებს, ოპოზიცია და საზოგადოება ქუჩაში გამოვა

„ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ პროპორციულ სისტემაზე არგადასვლა მკვეთრად შეამცირებს პოლიტიკურ სივრცეს და პროცესებს მთლიანად გადაიყვანს რადიკალიზაციის, ქუჩის კალაპოტში“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განუცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ მმართველი გუნდი დაპირებას შეასრულებს.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არაა "ევროპული საქართველოს" განზრახვა და ჩვენი ამოცანაა "ქართული ოცნების" არჩევნების გზით დამარცხება, მაგრამ გადაყწვეტილება და ბურთი ახლა მმართველ გუნდზეა. თუ ისინი გადაუხვევენ მიცემულ სიტყვას, მაშინ ოპოზიციას და საზოგადოებას სხვა გზა არ დარჩება თუ არა ქუჩაში გამოსვლა. იმედია ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, რომ დღეს მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებაზეა. აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება არსებობდეს ყველა საკითხზე, მაგრამ პოლიტიკური გუნდის პასუხისმგებლობა განისაზღვრება იმით, რომ ასეთი ფუნდამენტური დაპირებები  შესრულედეს. ამიტომ „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ კიდევ ერთხელ გამომაჟღავნა ერთი მხრივ პოლიტიკური უმწიფრობა და მეორე, ის რომ მათთვის პირადი ინტერესები ბევრად მნიშვნელოვანია ვიდრე ქვეყნის სტაბილურობა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics