08:25 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-13 11:44:46, 1871 ნახვა

კომენტარი
ხუნდაძე - ვემზადებით პროპორციული სისტემის კანონპროექტის ჩასაგდებად

„ვაგრძელებ ბრძოლას იმისათვის, რომ სწორი პოლიტიკური ცხოვრება გავაგრძელოთ და ქვეყანას საფრთხეები ავაცილოთ - ვემზადებით კანონპროექტის ჩასაგდებად“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული სხდომის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კანონპროექტის მოწინააღმდეგეების რაოდენობა გაცილებით მეტია და ეს პარლამენტში, კენჭისყრისას გამოჩნდება.

 „მე დავსვი საკითხი ნათლად, რომ არის უფრო მეტი მხარდამჭერი, რომ ეს პროექტი არ გავიდეს, ვიდრე წარმოუდგენია იმ უმრავლესობას, რომლის სხდომაზეც ვიყავით ჩვენ.  მაგრამ თუ არ მოხდა დათვლა აქ, მოხდება პარლამენტში. მე ვაგრძელებ ბრძოლას იმისათვის, რომ მხარდამჭერთა რაოდენობა იყოს იმაზე ბევრი, ვიდრე არის დღეს, რომ ჩვენ სწორი პოლიტიკური ცხოვრება გავაგრძელოთ და ქვეყანას საფრთხეები და რყევები ავაცილოთ. ვემზადებით ჩასაგდებად“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics