|
2019-11-12 17:14:36, 1150 ნახვა
საზოგადოება
ლილოში მცხოვრებ 23 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადაეცა
თბილისის მერი კახა კალაძე დიდ ლილოში იმყოფებოდა, სადაც 23 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. სამგორის რაიონში მცხოვრებმა 23-მა ოჯახმა საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად მიიღო. „23 ოჯახს დღეს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცათ ფართები, სადაც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობენ. არის შემთხვევები, როდესაც ათეული წლები უწევდათ ამ ბინებში ცხოვრება და გარკვეული პრობლემების გამო, მათ დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. ძალიან მიხარია, რომ ამდენ ბედნიერ ადამიანს ვხედავთ. ეს მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც წამოვიწყეთ და ვახორციელებთ. დღეის მდგომარეობით, საცხოვრებელი ფართებით სულ 700 ოჯახი დაკმაყოფილდა. პროექტი გრძელდება, არ ვჩერდებით. მინდა, ვთხოვო ყველა იმ ადამიანს, რომელთაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს - მიმართონ რაიონულ გამგეობებს. ისინი მიიღებენ ინფორმაციას, თუ რა დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ფართების დასაკანონებლად“, - განაცხადა თბილისის მერმა. დიდ ლილოში, ერეკლე მეორეს ქუჩაზე - 15 ოჯახი, ხოლო ლილოს დასახლებაში, სტურუას ქუჩაზე - რვა ოჯახი 1990-იანი წლებიდან ცხოვრობს. აღნიშნული ოჯახები წლების განმავლობაში, საცხოვრებელი ფართების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. დიდ ლილოში მცხოვრებლებისთვის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების გადაცემის პროცესს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და სხვა პირები ესწრებოდნენ.
(NS)
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)