|
2019-11-12 14:32:38, 1446 ნახვა
პოლიტიკა
გოგიჩაიშვილი ლურსმანაშვილს: მე შენ მახსოვხარ ჩირგვებში
„მე შენ მახსოვხარ ჩირგვებში, რომ იცოდე“, - ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა „ქართული ოცნების“ წევრ კობა ლურსმანაშვილს პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე. ამის საპასუხოდ, ლურსმანაშვილმა გოგიჩაიშვილს უთხრა, რომ ჩირგვებში თავად არის მთელი ცხოვრება. „ერთი ხელით ერთს ამბობდე და მეორე ხელით სხვას აკეთებდე, არ გრცხვენიათ მაინც? ალანია რომ დასვით აქ მოსმენაზე და ჯეირანაშვილი რომ დასვით და ადეიშვილის შთამომავლები რომ დამისვით იურიდიულ კომიტეტზე, არ შეგრცხვათ ამისი? სავსე რომ გაქვთ პროკურატურა, არ შეგრცხვათ? ინსპექტორად რომ აირჩიეთ ადეიშვილის გაზრდილი პროკურორი, არ შეგრცხვათ? სუს -ის მოადგილედ რომ გყავთ, ვიდეოში რომ არის, ორი გვამი მინდაო მერაბიშვილი რომ ითხოვს, იქ რომ ადამიანი დაფაცურდება და გაიქცევა, არ გრცხვენიათ ?“- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა. მან ასევე, კითხვით მიმართა უმრავლესობის დეპუტატებს, შერცხვათ თუ არა მათ საპატრიარქოსი მაშინ, როდესაც კანონპროექტი აზარტულ თამაშებზე ჩააგდეს და მარიხუანას კულტივაციაზე შემოიტანეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)