|
2019-11-12 13:32:33, 1139 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი კობახიძეს: თქვენ რომ სინდისი გაგაჩნდეთ, პარლამენტში აღარ შემოხვიდოდით
„ბატონო ირაკლი კობახიძე, თქვენ რომ სინდისი გაგაჩნდეთ, საქართველოს პარლამენტში აღარ შემოხვიდოდით“,- ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე. სამადაშვილმა კობახიძეს 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენები შეახსენა და მას ე.წ. გავრილოვის ღამის „შემოქმედი“უწოდა. „ბატონო ირაკლი კობახიძე, თქვენ რომ სინდისი გაგაჩნდეთ, საქართველოს პარლამენტში აღარ შემოხვიდოდით. 20 ივნისის შემოქმედი ადამინი, რომელიც არის პასუხისმგებელი პარლამენტის წინ დაღვრილ სისხლზე და დათხრილ თვალებზე ამ პარლამენტში აღარ უნდა შემოდიოდეს და თქვენ ბედავთ, რომ აქ მოდიხართ და კიდევ ჭკუას გვარიგებთ?“, -განაცხადა სამადაშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს, პარლამენტში საშემოდგომო სესიის პლენალური სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)