04:54 - 02 Aug, 2026
|
2019-11-11 15:40:56, 1508 ნახვა
პოლიტიკა
„თავისი ნებით არასდროს მიდიან“ - გოცირიძე ბიზნესომბუდსმენის და მისი მოადგილის გადადგომას ეხმაურება
„თავისი ნებით, რომ არ მიდიან არასდროს, ეს ფაქტია“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ბიზნესომბუდსმენ ირაკლი ლექვინაძის და მისი მოადგილის ლევან კალანდაძის მიერ თანამდებობის დატოვებას. მისი თქმით, ეს მთავრობის პროპაგანდისტული გადაწყვეტილებაა და მეტი არაფერი. „სანამ ომბუდსმენი იქნება მთავრობის დაქვემდებარებაში, მისი როლი ნულოვანი იქნება ქართული ეკონომიკის განვითარებაში. ეს ინსტრუმენტი გინდ ყოფილა და გინდ არა. ეს არის ფაქტობრივად, მთავრობის პროპაგანდისტული გადაწყვეტილება და მეტი არაფერი. რაც შეეხება საკადრო გადაადგილებას, ამაზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, თავისი ნებით, რომ არ მიდიან არასდროს, ეს ფაქტია“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)