12:22 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-11 15:37:15, 1223 ნახვა

საზოგადოება
მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჯიღაურასა და წილკნის ბაზებზე სტუდენტებს უმასპინძლეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი  მეცნიერების საერთაშორისო დღის აღნიშვნას უერთდება.

სოფლის მეურნეობაში ახალაგაზრდა კადრების მოძიების და ჩართვის მიზნით სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა საქარველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული და მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტების სტუდენტებს ჯიღაურას მარავლწლოვანი კულტურების და წილკნის ერთწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაცო ბაზებზე უმანსპინძლა. ახალგაზრდები ცენტრის საქმიანობას და საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიას გაეცნენ,   ჯიღაურას ვაზის ქართული და უცხოური ჯიშების კოლექციები დაათვალიერეს და ბაზაზე გაშენებული ვაზის ქართული იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს. სტუდენტებმა ვირუსოლოგიისა და ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის ლაბორატორიები დაათვალიერეს და მიმდინარე კვლევებს გაეცნენ.

UNESCO 2001 წლიდან აღნიშნავს მეცნიერების საერთაშორისო დღეს, რომლის მიზანიც საზოგადოების და მეცნიერების დაახლოება, მეცნიერებაში არსებული სიახლეების შესახებ მოქალაქეების მაქსიმალური ინფორმირება და საზოგადოების ცხოვრებაში მეცნიერების როლის ხაზგასმაა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics