04:43 - 02 Aug, 2026
|
2019-11-11 14:06:09, 1465 ნახვა
პოლიტიკა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ირაკლი მეზურნიშვილი აირჩია
რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ბეგაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტი, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ბეგაძის გადაწყვეტილება პარლამენტმა ცნობად მიიღო, მის შემცვლელად კი კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ ირაკლი მეზურნიშვილის კანდიდატურა წარადგინა. „გვქონდა მსჯელობა გუნდის შიგნით და შევჯერდით ირაკლი მეზურნიშვილის კანდიდატურაზე. გვქონდა კონსულტაციები, ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე - რა გაკეთდა ამ გნის განმავლობაში, რა არის დარჩენილი, გასაკეთებელი კომიტეტის შიგნით“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ. ირაკლი მეზურნიშვილი დღემდე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი იყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)