11:18 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-09 10:58:08, 1410 ნახვა

საზოგადოება
ფილმს „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჰომოფობიური მოძრაობის ლიდერები დღესაც გააპროტესტებენ

ლევან აკინის ფილმს „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჰომოფობიური მოძრაობის ლიდერები კინოთეატრებთან დღესაც გააპროტესტებენ.

როგორც „ბავშვთა უფლებების დაცვის“ თავმჯდომარემ, გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა ისინი მის თანამოაზრეებთან ერთად დღეს 16:00 საათზე ისევ ვერის ბაღში შეიკრიბებიან.

ცნობისთვის, გუშინ, ბისზნესმენმა ლევან ვასაძემ,  „ბავშვთა უფლებების დაცვის“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა და „ქართული მარშის“ წევრებმა მათ თანამოაზრეებთან ერთად ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება კინოთეატრებთან გააპროტესტეს.

აქციის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მათ შორისაა სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი, რომელსაც კინოთეატრ „ამირანთან“ მიმდინარე აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ. სუბელიანის განმარტებით,  ძალადობრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი თავს მიზანმიმართულად დაესხა და ქვა ესროლა.

კინოთეატრების წინ მობილიზებული იყო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების მანქანები.

საბოლოოდ, რადიკალური დაჯგუფების მცდელობების მიუხედავად, ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ექვსივე კინოთეატრში ანშლაგებით ჩატარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე 28 პირი დააკავეს, საიდანაც 1 სისხლის სამართლის დანაშაულისთვის, 27 კი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის. ფაქტზე გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics