|
2019-11-09 01:54:16, 11652 ნახვა
საზოგადოება
ფილმი And Then We Danced ექვსივე კინოთეატრში ანშლაგებით ჩატარდა
რადიკალური დაჯგუფების მცდელობების მიუხედავად, ფილმი And Then We Danced ექვსივე კინოთეატრში ანშლაგებით ჩატარდა. კინოთეატრ ამირანში მაყურებელი ფილმის დასასრულს ტაშითა ოვაციებით შეხვდა. პირველი ჩვენება, "კავეას" ოთხივე კინოთეატრში, ასევე "ამირანსა" ბათუმში "აპოლოში" 19:30 საათზე დაიწყო. ყველა კინოთეატრი მაყურებლით იყო გავსებული. მეორე ჩვენება 22:00 საათზე გაიმართა და ასევე ანშლაგით დასრულდა ექვსივე კინოთეატრში. კინო „ამირანი“, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც ფილმის მოწინააღმდეგების ყველაზე მეტი რაოდენობაა შეკრებილი, მაყურებლებმა უსაფრთხოდ დატოვეს. შესვლა და გამოსვლა მხოლოდ პოლიციის კორდონით იყო შესაძლებელი. მათივე ინფორმაციით, ფილმის დაწყებამდე და სეანსის განმავლობაში უსაფრთხოების ყველა ზომა იყო დაცული, ჩვენების დასრულების შემდეგ კი პოლიციამ ისინი უსაფრთხო ადგილამდე მიიყვანა. ცნობისთვის, დღეს ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა ფილმის პრემიერის ჩაშლა სცადეს, თუმცა შენობაში შესვლის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა. აქციის მიმდინარეობისას დაშავდა 2 ადამიანი, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი, რომელიც აცხადებს, რომ ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენელმა თავის არეში ქვა ჩაარტყა. გარდა ამისა, აქციაზე პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობის ბრალდებით, პოლიციამ 11 პირი დააკავა. And Then We danced-თან დაკავშირებით საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა პროტესტი იმის გამო გამოხატა, რომ ფილმში გეი წყვილის სიყვარულის ისტორიაა ასახული. საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ვასაძემ, დღეს გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ „ეს ფილმი ანადგურებს ქართულ შეგნებას, იდენტობას და ეროვნულ სახელმწიფოებრიობას“. ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგებოდა საპატრიარქოც, თუმცა, მოქალაქეებს ძალადობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)