|
2019-11-08 18:41:36, 2703 ნახვა
კომენტარი
ლევან ვასაძემ მხარდამჭერებს მოუწოდა, პოლიციის კორდონები „მშვიდობიანად გაარღვიონ“
ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ, რომელიც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ჩაშლით იმუქრება, თანამოაზრეებს მოუწოდა, პოლიციის კორდონები, რომლებიც კინო-თეატრებთან არის განლაგებული, „მშვიდობიანად გაარღვიონ“. როგორც ვასაძემ აღნიშნა, ის და მისი მხარდამჭერები აპირებენ, კინოთეატრების საოპერატოროებში შევიდნენ და ფილმი გამორთონ. „ძალიან გთხოვთ, თითოეულ ჩვენ თანამოაზრეს, ვისაც თავი ჩვენს მომხრედ მიაჩნია, გავაკეთოთ ყველაფერი მშვიდობიანად. მივიდეთ, თუ დაგვხვდება პოლიციის კორდონები, რომლებიც არ შეგვიშვებს, უბრალოდ გავწიოთ ეს კორდონები, მივაწვეთ მათ და გავწიოთ ისინი გვერდზე. პოლიციელები, რომლებისაც შეეშინდებად ხალხის მხარეს გადმოსვლა და იძულებულები იქნებიან, რომ გვირტყან და იძალადონ ჩვენე, არ არიან ჩვენი მტრები, არც ის უბედური და გარყვნილი ხალხი არ არის ჩვენი მტერი, ჩვენი მტერი არის იდეოლოგია, რომელიც ასეთ ვენებებს უშვებს საქართველოში და ჩვენი მიზანი დარბაზში შესულზე არ იქნება ამ ხალხის ცემა-ტყეპა, რომც დაგვარტყან ხელი, ძალიან გთხოვთ ნუ გალახავთ ნურავის და რამდენადაც შეძლებთ არ შეუბრუნოთ არავის ხელი. უბრალოდ შევიდეთ ამ დარბაზებში და ჩავშალოთ ეს ჩვენებები. თითოეულ დარბაზში, სადაც შევალთ დავდგებით წინ, გადავეფარებით ეკრანს და ხმამაღლა მოვუწოდებთ დამსწრეებს, რომ დატოვონ კინოთეატრი“, - განაცხადა ლევან ვასაძემ. შეგახსენებთ, დღეს საქართველოს კინო-თეატრებში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერმა უნდა გაიმართოს. იმის გამო, რომ ფილმი გეი წყვილის სიყვარულზეა, პრემიერის დაანონსებამ საზოგადოების ნაწილში აგრესია გამოიწვია. ძალადობრივი ჯგუფები აცხადებენ, რომ კინოჩვენების ჩაშლისთვის ყველაფერს გააკეთებენ. აღნიშნულის გამო, ყველა კინო-თეატრთან დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ასევე მიმდებარე ტერიტორიებზე პოლიციის დამატებითი ჯგუფებია განლაგებული, რომლებსაც რეზინის ხელკეტები და სპეციალური აღჭურვილობა აქვთ.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)