|
2019-11-08 10:26:00, 1551 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ელჩი სამუშაო ვიზიტით ხორვატიას ეწვია
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაალ გოგსაძე ( რეზიდენციით ქ. ბუდაპეშტი) სამუშაო ვიზიტით ზაგრებს ეწვია, სადაც შეხვედრები გამართა ხორვატიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მირო კოვაჩთან; საქართველო-ხორვატიის პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ ნენად სტაზიჩთან, ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის მოადგილე ვიცე სკრაჩიჩთან და ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს გაერო-სა და საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორ ვესნა ვუკოვიჩთან. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის საპარლამენტო თანამშრომლობის კუთხით. შეხვედრებზე საუბარი ასევე შეეხო ხორვატიის ევროკავშირის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს. ხორვატიის მხარემ კვლავ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ. შეხვედრებზე ასევე განხილულ იქნა ახლო მომავალში ორმხრივი ვიზიტების გაცვლის შესაძლებლობის საკითხი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)