|
2019-11-07 16:41:40, 2129 ნახვა
პოლიტიკა
მოსამართლეობის კანდიდატი: ახალი კონსტიტუცია ქორწინების დეფინიციის ჩაწერით უარესობისკენ შეიცვალა
„ახალი კონსტიტუცია ქორწინების დეფინიციის ჩაწერით უარესობისკენ შეიცვალა“, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, ალექსანდრე წულაძემ პარლამენტში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც „ევროპული საქართველოს“დეპუტატმა სერგი კაპანაძემ ამის შესახებ ჰკითხა. მისი თქმით, ქორწინების დეფინიციის ასეთ ხარისხში აყვანა აუცილებელი არ იყო. „არათუ ჩვენ განვსაზღვრავთ იმ პირებს ვისთანაც შეგვიძლია... ეს მხარეთა თანასწორობაზე და სამოქალაქო სამართლის ყველა პრინციპის გამტარებელი ინსტიტუტია, ასევე, შეგვიძლია ხეკლშეკრულებაც კი დავდოთ ამ ადამიანებთან. აქედან გამომდინარე, როგორც ცივილისტმა არ მიმაჩნდა რომ კონსტიტუციაში ჩაწერის ამის აუცილებლობა იყო“, - ამბობს ალექსანდრე წულაია. შეგახსენებთ, კონსტიტუციის ახალი რედაქციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქორწინება ქალისა და მამაკაცის მიერ ოჯახის შექმნას გულისხმობს, რომლის კონსტიტუციაში შეტანაც ქართული ოცნების ერთ-ერთი ძირითადი წინასაარჩევნო დაპირება იყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)