|
2019-11-07 14:57:31, 1236 ნახვა
საზოგადოება
„საქაერონავიგაცია“ საქართველოსა და სომხეთს შორის თავისუფალი საჰაერო მარშრუტების დანერგვას იწყებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაცია“ სომხეთის სააერნაოსნო მომსახურების პროვაიდერ ორგანიზაცია ARMATS - სთან ერთად სამხრეთ კავკასიის რეგიონში უმნიშვნელოვანესი პროექტის - საქართველოსა და სომხეთს შორის თავისუფალი საჰაერო მარშრუტების დანერგვას იწყებს. საქართველომ და სომხეთმა თავისუფალი საჰაერო მარშრუტების პროექტზე მუშაობა 2017 წელს დაიწყეს და ის ძალაში 2019 წლის 8 ნოემბერს 00:00 საათზე შევა. პროექტი გულისხმობს საქართველოსა და სომხეთის საჰაერო სივრცეში მფრინავი საჰაერო ხომალდების მიერ თავისუფალი მარშრუტების გამოყენების შესაძლებლობას, მხოლოდ შემოსვლის და გასვლის წერტილის მითითებით, რომელიც აღნიშნული იქნება, როგორც სამხრეთ კავკასიის საჰაერო სივრცის თავისუფალი მარშრუტები - „Free Route Airspace in south Caucasus Area – FRASC". ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას თბილისის საჰაერო მოძრაობის რაიონული ცენტრიდან შპს „საქაერონავიგაციის" გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი, სომხეთის სააერნაოსნო მომსახურების პროვაიდერი ორგანიზაციის გენერალური დირექტორი არტურ გასპარიანი და ევროკონტროლის დელეგაციის წევრები დააკვირდებიან. შპს "საქაერონავიგაციის" გენერალური დირექტორის გოჩა მეზვრიშვილის განცხადებით, თავისუფალი საჰაერო მარშრუტებით ევროპის საჰაერო სივრცის სამი მეოთხედი უკვე სარგებლობს. „მიხარია, რომ ამიერკავკასიის რეგიონში ჩვენ პირველებმა დავნერგეთ თავისუფალი საჰაერო მარშრუტები და დღეს უკვე ამ კონცეფციის მეორე ეტაპის განხორციელებას ვიწყებთ. ავიაკომპანიებს, რომლებიც ერთ მარშრუტზე კვეთენ საქართველოს და სომხეთს, საშუალებას ვაძლევთ, გადაადგილებისას აარჩიონ უმოკლესი მარშრუტი, დაზოგონ დრო და საწვავი და შესაბამისად, ხარჯი უფრო ეფექტურად დაგეგმონ. ეს საკმაოდ რთული მისიაა და მიხარია, რომ ჩვენმა გუნდმა ამ გლობალურ გამოწვევას წარმატებით გაართვა თავი". „საქაერონავიგაციის" საჰაერო მოძრაობის მართვის სპეციალისტები ევროკონტროლის და სომხეთის წარმომადგენლებთან ერთად, თავისუფალი საჰაერო მარშრუტების დანერგვის პროცესს რამდენიმე დღის განმავლობაში ადგილზე დააკვირდებიან. საქართველო საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის ინიციატივას - საჰაერო სივრცეში თავისუფალი საჰაერო მარშრუტების დანერგვის შესახებ, 2017 წელს შეუერთდა. ორგანიზაციის სამოქმედო გეგმის მიხედვით, თავისუფალი საჰაერო მარშრუტები, მთელი ევროპის მასშტაბით 2022 წელს სრულად იქნება დანერგილი.
(NS)
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)