10:25 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-06 11:51:45, 1178 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ყურძნის გადამმუშავებელ საწარმოს, შპს „ხარებას“ სტუმრობდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თერჯოლის მუნიციპალიტეტში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ყურძნის გადამმუშავებელ საწარმოს, შპს „ხარებას“ სტუმრობდა. მინისტრმა საწარმოში, წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, იმერეთის რეგიონის აგროტურიზმის პოტენციალის ათვისებაზე ისაუბრა.

„კომპანია „ხარება“ იმერული მეღვინეობის პოპულარიზაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ვიზიტორებისთვის საინტერესო ობიექტია. „ხარება“ ერთ-ერთი პირველია, ვინც ყურძნის იმერული ჯიშისგან წარმოებული ღვინის ფართო ასორტიმენტი შესთავაზა როგორც ადგილობრივ მომხმარებელს, ისე უცხოელ ვიზიტორებს და ვფიქრობ, რომ დღესაც ავანგარდში რჩება. წყალტუბოს რეაბილიტაციით,  იმერეთის რეგიონში ტურიზმის, მათ შორის,  ღვინის ტურიზმის განვითარების ძალიან დიდი შესაძლებლობები იქმნება. ამ კონტექსტში, კომპანია „ხარება“ კიდევ უფრო მეტი ვიზიტორის მასპინძელი გახდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომპანიამ „ხარება“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეურნეობა შექმნა. საწარმოში, წელიწადში, დაახლოებით, 7,000 ტონამდე ყურძენს გადაამუშავებენ, რომლის რეალიზაციაც ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ხორციელდება; საწარმოში   85 ადამიანია დასაქმებული.

პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 12.5 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 1,062,000 ლარი შეღავათიანი აგროლიზინგია.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, იმერეთის რეგიონში 9 ახალი საწარმო შეიქმნა და 86 გაფართოვდა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics