|
2019-11-05 16:01:45, 1826 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს უზბეკეთის დელეგაცია გაეცნო
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უზბეკეთის დელეგაცია ესტუმრა და უწყების მიერ განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს გაეცნო. საჯარო რეესტრის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მარი ხარძიანმა სტუმრებს მიწის რეგისტრაციის რეფორმის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა, რომელსაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2016 წლის აგვისტოდან წარმატებით ახორციელებს. გარდა ამისა, დელეგაციის წევრებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს გამარტივებული პროცედურების, ელექტრონული სერვისების, ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურებისა და საჯარო რეესტრის სხვა მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ. აზიისა და წყნარი ოკეანეთისათვის გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) მიერ ორგანიზებული ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები სხვადასხვა საჯარო უწყების მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) თემის ფარგლებში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს ეცნობიან. დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის, ეკონომიკისა და მრეწველობის, ფინანსთა, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების, ასევე სტატისტიკის კომიტეტის, სავაჭრო-სამრეწველო პალატის, პროკურატურის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები შედიოდნენ.
(NS)
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)