08:59 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-20 10:25:13, 488 ნახვა

პოლიტიკა
ვახტანგ გომელაურმა პრემიერს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარდგენილი შს მოქმედი მინისტრი ვახტანგ გომელაური პრემიერს ნდობისთვის მადლობას უხდის.

გომელაურმა იმედი გამოთქვა, რომ მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის მხრდაჭერა ექნება.

„ვეცდები, გავამართლო პრემიერის და ჩვენი მოქალაქეების იმედები. ეს სამსახური ერთ-ერთი პრინციპული სამსახური იქნება, ერთიანდება რამდენიმე დეპარტამენტი და ვიზრუნებთ ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის დანიშვნამდე, მინისტრის მოვალეობას ვახტანგ გომელაური შეასრულებს. ახალი მინისტრის კანდიდატურა უახლოეს 2-3 დღეში დასახელდება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics