04:05 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-05 11:45:11, 2553 ნახვა

რეგიონი
ლევან დავითაშვილი ბაღდათში, ვახტანგ ჯიხვაძის საოჯახო მარანს სტუმრობდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ბაღდათში, ვახტანგ ჯიხვაძის საოჯახო მარანს სტუმრობდა, სადაც ადგილობრივ, საოჯახო მარნების მფლობელ მეღვინეებს შეხვდა და იმერეთის რეგიონში აგროტურიზმის განვითარების კუთხით წყალტუბოს რეაბილიტაციის ინიციატივასა და სამინისტროს მიერ რეგიონში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

„ღვინის ტურიზმი ქვეყანაში სულ უფრო და უფრო პოპულარულია. იმერეთის რეგიონში მასშტაბური პროექტის დაწყებით, რაც აბასთუმანი-წყალტუბოს განვითარებას გულისხმობს, მეღვინეობის კულტურით და მაღალი ხარისხის ღვინოებით გამორჩეული ბაღდათი მნიშვნელოვანი ტურისტული მარშრუტის შემადგენელი ხდება”, - აღნიშნა მინისტრმა მეწარმეებთან გამართულ შეხვედრაზე.

ლევან დავითაშვილმა ბაღდათში არსებული მარნებისა და საოჯახო სასტუმროების განვითარებით ეკონომიკური სარგებლის მიღების მნიშვნელოვან პერსპექტივაზეც ისაუბრა.

„ტურისტულ მარშრუტზე, რომელიც აბასთუმანს აკავშირებს წყალტუბოსთან, ჩვენ გვაქვს აჯამეთის აღკვეთილი, სადაც უნიკალური მუხნარი და ბევრი მღვიმეა. ვფიქრობ, ამ რეგიონში ეკოტურიზმი და აგროტურიზმი ერთმანეთს შეავსებს და მეტ მნახველს მოიზიდავს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ვახტანგ ჯიხვაძის საოჯახო ღვინის მარანში „შატო ფერსათი“ 23 ტონა ტევადობის ქვევრებია. მარანში ციცქას, ცოლიკოურისა და  ალადასტურის ღვინოები იწარმოება. წლევანდელ რთველზე, ყურძნის 70% მეწარმემ ადგილობრივი ფერმერებისაგან შეიძინა. მცირე მარნის მფლობელი, სამომავლოდ, აგროტურიზმის მიმართულების განვითარებას გეგმავს.

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics