|
2015-07-20 10:03:27, 603 ნახვა
პოლიტიკა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ვახტანგ გომელაური უხელმძღვანელებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ვახტანგ გომელაური უხელმძღვანელებს, - კანდიდატი საქართევლოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს წარადგინა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ასრულებს დანაპირებს და ქმნის პოლიტიკურ სისტემას, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტრო დემოკრატიულ და დასავლურ სტანდარტებზე დაფუძნებული სტრუქტურა იქნება. „ჩვენ დავიწყეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირება, გავხადეთ სისტემა დეპოლიტიზებული და დღეიდან ვმიჯნავთ მისგან უსაფრთხოების სამსახურებს. სწორედ ამ გადაწყვეტილებით, ჩვენმა კოალიციამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ ჩვენი დანაპირების ერთგული. უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად წარმოგიდგენთ ვახტანგ გომელაურს. ვახო არის უაღრესად პატიოსანი, წესიერი ადამიანი, მაღალი დონის პროფესიონალი. მან დაამტკიცა, რომ აქვს კარგი მენეჯერული თვისებები, მე მას 12 წელია ვიცნობ და მასთან ვიმუშავე 3 წლის განმავლობაში. მინდა, მადლობა გადავუხადო გაწეული სამსახურისთვის, რომელიც პირნათლად შეასრულა ჩვენი ხალხისა და ქვეყნის წინაშე. იგი არის უაღრესად პრინციპული, სამართლიანი ადამიანი. მჯერა, ის წარმატებით უხელმძღვანელებს უსაფრთხოების სამსახურს და ყველაფერს გააკეთებს, რათა ამ უწყებამ ჩვენს მოქალაქეებში დიდი ნდობა მოიპოვოს. ვახო არის ადამიანი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ჩვენი საზოგადოების ნდობას. მან ბოლო პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე რთულ სისტემას უხელმძღვანელა და მჯერა, იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამსახურის უფროსი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა ვახტანგ გომელაურმა და იმედი გამოთქვა, რომ მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის მხრდაჭერა ექნება. „ვეცდები, გავამართლო პრემიერის და ჩვენი მოქალაქეების იმედები. ეს სამსახური ერთ-ერთი პრინციპული სამსახური იქნება, ერთიანდება რამდენიმე დეპარტამენტი და ვიზრუნებთ ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა. შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის დანიშვნამდე, მინისტრის მოვალეობას ვახტანგ გომელაური შეასრულებს. ახალი მინისტრის კანდიდატურა უახლოეს 2-3 დღეში დასახელდება. ცნობისთვის, „სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ“ კანონით, შინაგან საქმეთა სამინისტრო გაიყო და საპოლიციო და სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციების ერთმანეთისგან გამიჯვნა მოხდა. კერძოდ, შსს-ში დარჩა ყველა პოლიციური დანაყოფი, ხოლო უშიშროება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადავიდა. კანდიდატურას პარლამენტი განიხილავს და უმრავლესობით 6 წლის ვადით დაამტკიცებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პირველი აგვისტოდან შეიქმნება.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)