18:18 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-04 17:52:55, 2469 ნახვა

ეკონომიკა
მთავრობის ინიციატივით აშშ-ის წამყვან ტელევიზიებში საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე სარეკლამო კამპანია მიმდინარეობს

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, აშშ-ის წამყვან ტელევიზიებში (Fox News, CNBC და სხვა) საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის შესახებ ექვსთვიანი სარეკლამო კამპანიის მეორე ეტაპი დაიწყო, რომელიც 40 მილიონზე მეტ აუდიტორიას დაფარავს.

„კამპანიის მიზანია ამერიკულ აუდიტორიას გააცნოს საქართველო - მისი ეკონომიკური პოტენციალი და მნიშვნელოვანი როლი როგორც რეგიონის კარიბჭე, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის კომერციული და სავაჭრო კავშირების მეტად გამრავალფეროვნებასა და გაღრმავებას", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

კამპანიის ფარგლებში  მომზადდა ვიდეორგოლი "Good For Business, Good for America," რომელიც აშშ-ის სხვადასხვა წამყვან ტელეარხებზე გადის.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური კამპანია აშშ -ში პირველად ტარდება და მას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოსთან  პარტნიორობით აწარმოებს.

კამპანიის პირველი ნაწილი  მიმდინარე წლის მაისი-ივლისის პერიოდში განხორციელდა, ხოლო მეორე ეტაპი  სექტემბერი-ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

 

(NS)









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია შესული
კობახიძე - ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში 15 ივლისს ჩავა
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics