09:19 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-03 13:21:53, 986 ნახვა

საზოგადოება
ანდრია ჯღამაიძე - სინოდის გადაწყვეტილებაზე დამორჩილება არის აუცილებელი ყველა ადამიანისთვის

ეკლესია ძალიან ხშირად ასე მკაცრად კანონიკას არ მისდევს, შეღავათების საშუალებით ადამიანს აძლევს ძალიან ბევრ საშუალებას ხოლმე, რომ დაბრუნდეს ეკლესიის კანონიკური ცხოვრების ჩარჩოებში,-ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა-ლოცვის დაწყებამდე განუცხადა, რითაც ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას განცხადებები შეაფასა.

„არსებობს კანონიკა, არსებობს ძალიან ბევრი შეღავათები. ეკლესია ძალიან ხშირად ასე მკაცრად კანონიკას არ მისდევს, შეღავათების საშუალებით ადამიანს აძლევს ძალიან ბევრ საშუალებას ხოლმე, რომ დაბრუნდეს ეკლესიის კანონიკური ცხოვრების ჩარჩოებში. სინოდის გადაწყვეტილებაზე დამორჩილება არის აუცილებელი ყველა ადამიანისთვის, ვინც ეკლესიის წევრია. მე ნუ მათქმევინებთ იმას, რაც სინოდმა უნდა თქვას“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ..





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics