05:13 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-02 18:58:50, 3049 ნახვა

რეგიონი
აჭარაში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

უხვი ნალექის შედეგად აჭარის რამდენიმე მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესები განვითარდა.

არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. შესაბამისი სამსახურების მხრიდან სრულად კონტროლდება არსებული სიტუაცია. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, მიწის მასის ჩამოწოლის შედეგად ჩაკეტილი სავალი ნაწილი ინტენსიურად იწმინდება. ასევე, მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის სამუშაოები.

მეწყრული პროცესები განვითარდა ხელვაჩაურში,  ქედასა და ქობულეთში. რამდენიმე ოჯახი, რომესაც სტიქიამ პრობლემები შეუქმნა, უსაფრთხო ადგილზეა გაყვანა.

ადიდებულია მდინარეები. წვიმის შედეგად დაიტბორა გელაურის დასახლებაში საცხოვრებელი სახლების ეზოები. შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი, რომელიც არსებულ მდგომარეობას სწავლობს.

თორნიკე რიჟვაძე ე.წ ოცნების ქალაქში არსებულ მდგომარეობას გაეცნო, სადაც ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია ეზოები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური ამოტუმბვითი სამუშაოები, სამუშაოებში ჩართულია მუნიციპალური სამსახურები.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics