08:16 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-31 15:00:53, 2038 ნახვა

საზოგადოება
დეკანოზი ილია მეუფე პეტრეს განცხადებაზე: იმდენად შოკისმომგვრელი იყო ის სიტყვები, რომ შეფასების გაკეთება გამიჭირდება

„იმდენად შოკისმომგვრელი იყო ის სიტყვები, რომ შეფასების გაკეთება ძალიან გამიჭირდება. დაველოდოთ წმინდა სინოდის ოქმს, თუ რა სახით იქნება ჩამოყალიბებული". - ასე ეხმაურება დეკანოზი ილია ჭიღლაძე, ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს განცხადებას, რომელიც წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

დეკანოზის თქმით, ქართული ეკლესიის შემადგენლობაში ყოფნა აუტანელი ხდება და გამოსავალი ისევ და ისევ საეკლესიო კრებაშია.

„საქართველოს ეკლესიის შემადგენლობაში ყოფნა არის აუტანელი, რადგანაც  ხდება სრული ანარქია, ურთიერთდაპირისპირება, განუკითხაობა, რჯულის კანონის უგულებელყოფა და ანტიკანონიკური ქაოსი. ამ ქაოსის მწერვალი კი დღეს ვიხილეთ. გამოსავალი არის ისევ და ისევ საეკლესიო კრებაში და არა ამდგავარი სინოდის სხდომაში". - აღნიშნა დეკანოზმა.

შეგახსენებთ, რომ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ, სინოდის სხდომის დატოვების შემდეგ, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე "მამათმავლობის ცოდვაში" დაადანაშაულა.

მოამზადა ლიკა ბესელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics