10:46 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-30 16:06:51, 1745 ნახვა

კომენტარი
ჩუგოშვილი კელი დაგნანის განცხადებაზე: ოპოზიცია განცხადებას ისე კითხულობს, როგორც მას უნდა

„საუბარი იყო, როგორც ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე, ასევე იმ გამოწვევებზე, რაც ჩვენ წინაშე დგას. ოპოზიციას, როგორც უნდა ისე კითხულობს ამ განცხადებებს, მათ შორის კითხულობს იმას, რაც არ თქმულა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა, საქართველოში აშშ-ს ელჩად წარდგენილ, კელი დაგნანის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ჩუგოშვილის თქმით, ელჩის განცხადება იყო ლოგიკური და შესაბამისად ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობით საარჩევნო სისტემაში არსებული პრობლემების აღმოფხვრა მიმდინარეობს.

„ჩვენი ქვეყნისთვის რომ მომავალ წელს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროცესი იქნება საპარლამენტო არჩევნები, ეს არ არის სიახლე, არც ჩვენთვის და არც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ყველამ ვიცით, რომ უმნიშვნელოვანესი არჩევნები გველის წინ. ჩვენი პარტნიორები უკვე ჩართულნი არიან ამ პროცესში, ჩვენ ერთად ვმუშაობთ საარჩევნო რეფორმაზე, მათი ექსპერტებიც მონაწილეობენ ჩვენთან ერთად კანონპროექტის შემუშავებაში. ჩვენს პროპორციულ საარჩევნო სისტემას აქვს საკმაოდ პოზიტიური გამოხმაურება მათი მხრიდან და ეს არის აღქმული ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება“, - აღნიშნა ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში აშშ-ს ელჩობის კანდიდატმა კელი დაგნანმა სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოში დაგეგმილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სამართლიანად ჩატარდება.

 

მოამზადა ლიკა ბესელიამ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics