07:04 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-30 12:14:05, 883 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერმა შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელს მოსკოვის გამზირზე სკვერის მოწყობა დაავალა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ გარემოს დაცვის სამსახურის უფროსს, გიგა გიგაშვილს დაავალა, მოსკოვის გამზირზე არსებულ ოთხ ჰექტარ ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის საკითხზე მუშაობა დაიწყოს. 

დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ არსებული ტერიტორიის გამწვანებისა და კეთილმოწყობის შესაძლებლობა არსებობს.

„არაერთხელ მითქვამს, რომ ქალაქში მწვანე სივრცეების არსებობა ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. ყველა ხედავს, თუ რამდენად დიდი ყურადღება ეთმობა იმას, რომ არსებული პარკებისა და სკვერების რეაბილიტაცია განვახორციელოთ და ახალი საქალაქო პარკების მშენებლობა მოხდეს. ყველაზე მეტად რაც სჭირდება ჩვენს ქალაქს და რაც ალამაზებს, მწვანე სივრცეების შექმნა და არსებულების მოწესრიგებაა. მოსკოვის გამზირზე არსებობს ალეა, საკმაოდ ვრცელი ტერიტორია, რომელიც დაახლოებით, ოთხი ჰექტარია. მინდა დავავალო გიგა გიგაშვილს, დაიწყოს პროექტის მომზადება, რომ მომავალი წლიდან შევძლოთ, აღნიშნული ალეის გაკეთილშობილება, რადგან დღეს იქ არსებული მდგომარეობა ძალიან მძიმეა. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული ტერიტორიით ძალიან ბევრი ადამიანი ისარგებლებს“, -  განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მომავალი წლიდან უშუალოდ, სამუშაოების განხორციელება უნდა დაიწყოს.

„ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი იყოს ქალაქში. ირგვლივ საკმაოდ ბევრი ადამიანი ცხოვრობს და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სივრცე სამგორის რაიონში, სადაც მოქალაქეებს დასვენების შესაძლებლობა ექნებათ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ძალიან დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics