|
2019-10-29 16:28:04, 2465 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე: პარტიები, რომლებსაც კობახიძემ „შმაცუნები“ უწოდა, ხელს შეუწყობენ დიდი კოალიციის შექმნას
„სწორედ ის პატარა პარტიები, რომლებსაც კობახიძემ „შმაცუნები“ უწოდა, ხელს შეუწყობენ დიდი კოალიციის შექმნას“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარე რომან გოცირიძე, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ და „პატრიოტთა ალიანსი“ სამომავლოდ შეიკვრება, თუმცა მათ მთავრობის ჩამოსაყალიბებლად ხმები არ ეყოფათ. „ჩვენ არასდროს არ ვითანამშრომლებთ პრორუსული ორიენტაციის პარტიებთან. ძირითადი პრორუსული ძალა დღეს საქართველოში არის ორი, ესენია: „ქართული ოცნება“ და „პატრიოტთა ალიანსი“, ერთი მედლის ორი მხარე. ეს ორი მხარე სამომავლოდ ისევ შეიკვრება, მაგრამ ხმები არ ეყოფათ, რომ მთავრობა ჩამოაყალიბონ. ხელისულება შეიცვლება და ის პატარა პარტიები, რომელსაც დასცინა კობახიძემ და „შმაცუნები“ უწოდა, სწორედ ისინი იქნებიან, რომლებიც დიდი კოალიციის შექმნას ხელს შეუწყობენ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)