|
2019-10-28 14:42:12, 1716 ნახვა
საზოგადოება
ნიადაგის კვლევის ლაბორატორიების ევროპის და ევრაზიის ქსელის თავმჯდომარედ ქართველი მეცნიერი აირჩიეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიის უფროსი გიორგი ღამბაშიძე ნიადაგის კვლევის ლაბორატორიების ევროპის და ევრაზიის ქსელის (EUROSOLAN) თავმჯდომარედ 2 წლის ვადით აირჩიეს. დამფუძნებელი შეხვედრა, მოლდოვაში, ქ. კიშინოვში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ეგიდით გაიმართა. შეხვედრაზე EUROSOLAN-ის მომდევნო წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს. ამავე შეხვედრაზე შეიქმნა თემატური ჯგუფები, რომლებიც იმუშავებენ ნიადაგის ლაბორატორიული კვლევის მეთოდების ჰარმონიზაციაზე ევროპის მასშტაბით და ლაბორატორიათა შორის შედარებითი კვლევების საფუძველზე შეარჩევენ საუკეთესო მეთოდებს, რომლებიც ნიადაგის მდგრადი მართვის უზრუნველსაყოფად, ნიადაგის რეგიონული და გლობალური თემატური რუკების შექმნისა და ნიადაგის მსოფლიო საინფორმაციო სისტემის (GLOSIS) პერიოდული განახლებისთვის იქნება გამოყენებული. EUROSOLAN ნიადაგის კვლევის ლაბორატორიების მსოფლიო ქსელის (GLOSOLAN) რეგიონულ კავშირს წარმოადგენს, სადაც, ევროპის ქვეყნების ლაბორატორიებთან ერთად, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ლაბორატორიაც არის გაწევრიანებული. ამასთან, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შესაძლებლობა ეძლევა 2020 წელს EUROSOLAN-ის მეორე შეხვედრას საქართველოში უმასპინძლოს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ცენტრის საქმიანობის წარმოჩენას და ევროპელ პარტნიორებთან სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას.
(NS)
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)