|
2019-10-27 21:41:40, 3017 ნახვა
პოლიტიკა
ლაგოდეხში საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 57.6 პროცენტი, ადიგენში 60.5, ხოლო მარტვილში 51.22 პროცენტი შეადგინა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს შუალედური არჩევნების დასრულებისა და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ბრიფინგი გაიმართა. ცესკო-ს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის ინფორმაციით, შვიდივე საარჩევნო უბანი დროულად, საღამოს 20:00 საათზე დაიხურა. „20:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში აფენის თემის ოთხ საარჩევნო უბანზე შეადგინა 57.6 პროცენტი, რაც რაოდენობის მიხედვით არის 2 413 ამომრჩეველი, ადიგენის მუნიციპალიტეტის არალის თემის საარჩევნო უბანზე 60.5 პროცენტი, რაც რაოდენობრივად 887 ამომრჩეველია, ხოლო მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემის ორ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 51.22 პროცენტი, რაც რაოდენობრივად 565 ამომრჩეველია“, – განაცხადა ანა მიქელაძემ. მისივე თქმით, არჩევნების დღემ ყველა საარჩევნო უბანზე ჩაიარა მშვიდ გარემოში და ამომრჩევლებს შეეძლოთ, თავისუფლად გამოეხატათ საკუთარი ნება. ანა მიქელაძის ცნობით, საარჩევნო უბნებზე არც ერთი საჩივარი არ დაწერილა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)