|
2019-10-27 12:41:41, 1592 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა კამპანია „Food Waste“ ოფიციალურად გახსნეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ცხვარიჭამიაში არსებულ დათვების თავშესაფარში, სამინისტროს მიერ ინიცირებული კამპანია „Food Waste“ ოფიციალურად გახსნეს. კამპანიის მიზანია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი და მოსახლობის ტყვეობიდან გამოხსნილი მურა დათვების საკვები პროდუქტით უზრუნველყოფა. კამპანიაში „Food Waste“ რამდენიმე მსხვილი სუპერმარკეტი უკვე ჩაერთო, რომელთა შორისაა „კარფური“, „აგროჰაბი“ და „სპარი“. არაერთმა კომპანიამ და ფიზიკურმა პირმა გამოთქვა დათვების დახმარებისა და დისტანციური მეურვეობის სურვილი. თითოეული მოქალაქის ჩართულობას შეუძლია, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს თავშესაფრის მკვიდრი დათვების საცხოვრებელი პირობები. „ტყვეობაში მყოფი მურა დათვების დასახმარებლად, 2010 წელს, ცხვარიჭამიაში დავაფუძნეთ დათვების თავშესაფარი, რომელიც 15-მდე მურა დათვს ინახავს. დათვები წლების განმავლობაში უმძიმეს პირობებში ცხოვრობდნენ და ძალიან მცირე ზომის ვოლიერებში ჰყავდათ გამომწყვდეული, რის გამოც, ბუნებრივ გარემოსთან ადაპტირებული არ არიან და, მათივე უსაფრთხოების მიზნით, თავშესაფარში ხანგრძლივი დროით უნდა იყვნენ. დათვების მოვლისა და სათანადო პირობებით უზრუნველყოფის ხარჯები იზრდება, თავშესაფრის ფინანსური რესურსი კი მწირია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამავლობით და კერძო სექტორის მხარდაჭერით, შესაძლებელი გახდა დათვების რეაბლიტაციისთვის დამატებითი რესურსების მობილიზება“, - განაცხადა თავშესაფრის დამფუძნებელმა, სოსო ჯიქურიშვილმა. NS
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)