|
2019-10-26 17:32:46, 1837 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა „მესაქონლეობის ექსპო“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „მესაქონლეობის ექსპო“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა პროექტის ორგანიზატორებს მესაქონლეობის პირველი გამოფენის ორგანიზებით, ქვეყანაში ახალი ტრადიიცის დამკვიდრების ხელშეწყობისთვის და ვრცლად ისაუბრა მესაქონლეობის დარგის განვითარებაში ღონისძიების მნიშვნელობის საკითხზე. „დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს ფერმერებს დარგში არსებული მიღწევების შესახებ მივაწოდოთ ინფორმაცია, რაც თანამედროვე მაღალპროდუქტიული ჯიშების და ტექნოლოგიების გაცნობას გულისხმობს. მოგეხსენებათ, მესაქონლეობის მიმართულება რამდენად მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის დარგში. შესაბამისად, მოხარული ვარ საქართველოში პირველი მესაქონლეობის გამოფენის ორგანიზებით და იმედი მაქვს, რომ ყოველწლიურად გამოფენის მასშტაბები და ღონისძიებაში ფერმერთა ჩართულობა ეტაპობრივად გაიზრდება“, -განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში - ელიზაბეთ რუდმა მიმართა. „მიხარია, რომ საქართველოში მესაქონლეობის პირველი გამოფენა იმართება, რომელიც ფერმერებს მათი ფერმერული შრომის საფუძველზე მიღწეული შედეგების წარმოჩენის და ახალი კონტაქტების დამყარების შესაძლებლობას აძლევს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მესაქონლეობის მიმართულების განვითარებით ქვეყანაში მდგრადი ეკონიმიკის მშენებლობის პროცესს“, - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა. აღსანიშნავია, რომ „მესაქონლეობის ექსპო“ 2019-ის მიზანია საქართველოში რძისა და ხორცის სექტორებში კონკურენტუნარიანობის განვითარების ხელშეწყობა. კერძოდ, მაღალპროდუქტიული გენეტიკის მქონე მსხვილფეხა საქონლის და ადგილობრივი სელექციური ჯიშების პოპულარიზაცია და მათი მოშენებისთვის ინვესტიციების წახალისება,რაც აუცილებელია, როგორც ქართული რძისა და ხორცის სექტორების მიმართ მომხმარებლის ნდობის მოსაპოვებლად ასევე, მათი შემდგომი განვითარებისთვის. „მესაქონლეობის ექსპოს“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით მოქმედი 19 ფერმის ორმოცდაათამდე სხვადასხვა კატეგორიის მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა საქონლის ჯიშების - ჰოლშტეინის, წაბლა შვიცის, ასევე ქართული ადგილობრივი ჯიშის - მეგრული წითელის მეწველი ფურები, დეკეულები და ხბოები იყვნენ წარმოდგენილი. ღონისძიებაში ფერმერები, მსხვილფეხა საქონლის იმპორტიორები, მეცნიერები, ცხოველთა საკვების მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიები, სასოფლო-სამეურნეო საშუალებების მომწოდებელი კომპანიები, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების გადამმუშავებლები, ფინანსური ორგანიზაციები, პროფესიული და ინდუსტრიული ასოციაციები მონაწილეობდნენ. დამთვალიერებლებს გამოფენა-შეჯიბრის ფარგლებში, ასევე ადგილობრივი ნედლი რძისგან წარმოებული რძის პროდუქტების დაგემოვნების შესაძლებლობა ჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაციის ასევე, საქართველოს მერძევეთა ასოციაციის ორგანიზებით და აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის - „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ პარტნიორობით გაიმართა, რომელსაც „LandO’Lakes Venture37“-ი და „საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“ ახორციელებს. ღონისძიების გენერალურ სპონსორს- „საქართველოს ბანკი“; ოქროს სპონსორს -ცხოველთა ინოვაციური საკვების მწარმოებელი კომპანია- „ნუტრიმაქსი“ ხოლო, ვერსხლის სპონსორს -გლობალური კომპანია ცხოველთა თანამედროვე საკვების სფეროში - „სანო“ წარმოადგენდა.
(NS)
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)