|
2019-10-25 13:55:44, 2901 ნახვა
რეგიონი
ბათუმის ნავსადგურში NATO-ს გემების ოფიციალური დახვედრა გაიმართა
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) შემოვიდა. იტალიური გემის "VESUVIO" და თურქული გემის "AMASRA" ეკიპაჟის ხელმძღვანელობას ნავმისადგომთან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ და ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ უმასპინძლეს. „დღეს ბათუმის ნავსადგურში NATO-ს სამოკავშირეო გემების ოფიციალური დახვედრა გაიმართა. სტრატეგიული პარტნიორების ხომალდების ვიზიტი შავ ზღვაში უკვე რეგულარული გახდა, რაც უსაფრთხო და მშვიდი რეგიონის წინაპირობაა" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. ნატოს მუდმივმოქმედ მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთს კაპიტანი ალესანდრო ფალკონე ხელმძღვანელობს. 28-30 ოქტომბერს დაგეგმილი საზღვაო წვრთნები იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ნატოს საზღვაო ძალებისა და საქართველოს სანაპირო დაცვის ერთობლივი წვრთნები სამი დღის მანძილზე გაგრძელდება. ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ვიზიტი საქართველოში ნატოსთან არსებული წარმატებული საზღვაო თანამშრომლობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია და წარმოადგენს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის მორიგ დადასტურებას ალიანსის მხრიდან. დახვედრის ცერემონიაში საქართველოში დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)