|
2019-10-25 11:10:42, 2175 ნახვა
რეგიონი
შუახევში ფოლკლორული საღამო „გურულ-აჭარული (ჭვანური)შემოქმედების კვალდაკვალ“ გაიმართა
შუახევის კულტურის ცენტრში ფოლკლორული საღამო ,,გურულ-აჭარული (ჭვანური)შემოქმედების კვალდაკვალ" გაიმართა. ფოლკლორულ საღამოზე ანსამბლებმა „ჭვანამ“ და „შემოქმედმა“ წარმოადგინეს გურია-აჭარის საუკუნოვანი ურთიერთობები ხელოვნების დარგში და სასიმღერო ფოლკლორში. შეასრულეს აჭარაში და გურიაში შემონახული ადგილობრივი ორიგინალური სიმღერების სხვადასხვა ვარიანტები. ღონისძიებას შუახების მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და მოსწავლე -ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორი თამარ ნადირაძე ესწრებოდნენ. გურულ - აჭარული სიმღერების აღდგენა-პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდნენ ანსამბლ „ჭვანისა“ და „შემოქმედის“ ხელმძღვანელები. ნოემბრის მეორე ნახევარში დაგეგმილია ანსამბლ ,,ჭვანას“ სტუმრობა გურიაში, მანამდე კი 7 ნოემბერს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გაიმართება შემოქმედებითი საღამო, სადაც ანსმბლი ,,ჭვანა“ სხვადასხვა არქივებში დაცულ ფოლკლორულ ნიმუშებს გააცოცხლებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|




ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)