|
2019-10-24 22:15:02, 1556 ნახვა
ეკონომიკა
ეროვნული ბანკი - გავრცელებულ წერილს არანაირი კავშირი არ აქვს პროგრესბანკის გადარიცხვებთან დაკავშირებულ რაიმე დასკვნასთან
მედიაში დღეს გავრცელებული აუდიტორული კომპანია "დელოიტის" წერილი ეხება სს "თიბისი ბანკის" მიერ სს "პროგრეს ბანკის" აქტივებისა და ვალდებულებების შეძენასთან დაკავშირებული გარიგების მომენტში ხელმომწერი პირის უფლებამოსილების საკითხს და არანაირი კავშირი არ აქვს "პროგრეს ბანკის" გადარიცხვებთან დაკავშირებულ რაიმე დასკვნასთან. - ამის შესახებ ეროვნული ბანკის განცხადებაშია ნათქვამი. "კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მედიაში გავრცელებული ე.წ. დოკუმენტი, რომელიც ვითომდა ფულის გათეთრების თემას უკავშირდება, საქართველოს ეროვნულ ბანკს არ აქვს. ჩვენ მივმართეთ "თიბისი ბანკს", თუკი მათთან არსებობდა მსგავსი დოკუმენტი დაუყოვნებლივ გადაეცათ პროკურატურისათვის და მოეწოდებინათ ეროვნული ბანკისათვის. თუმცა, "თიბისი ბანკმა" დაადასტურა, რომ მედიაში გავრცელებული შინაარსის მქონე აუდიტორული დასკვნა "თიბისი ბანკს" არ მიუღია და, შესაბამისად, არც გააჩნია. ეროვნული ბანკისა და საფინანსო სისტემის მისამართით გამოთქმული მსგავსი უპასუხისმგებლო და მიზანმიმართულად არასწორი განცხადებები წარმოადგენს საფინანსო სისტემის დისკრედიტაციის მცდელობას და მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყნის იმიჯს." - წერია ეროვნული ბანკის ინფორმციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)