|
2019-10-23 13:00:56, 1189 ნახვა
რეგიონი
შუახევში სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღინიშნა
შუახევში, კვირეულის ფარგლებში - სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღინიშნა. სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე საზოგადოებას შეახსენებს, თუ რამდენად ფასეული და დასაფასებელია ქალი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალბატონები, ომში დაღუპული გმირებისა დედები და მარტოხელა დედები, ფერმერი ქალები. ქალბატონებს, სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, მერის მოადგილე რუსუდან შავაძემ და საკრებულოს წევრმა ფატი ჭაღალიძემ მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
შეხვედრაზე, აჭარის მედიაცენტრის ხელმძღვანელმა თამილა დოლიძემ ისაუბრა ქალის როლის მნიშვნელობაზე ადგილობრივ თვითმართველობასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში. აღსანისნავია, რომ წელს პირველად მუნიციპალიტეტში განახორციელდა ადგილობრივი ბიუჯეტით მიზნობრივი პროგრამა: ,,სოფლად მცხოვრებ ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება“. ღონისძიება შუახევის ,,ქალთა ოთახის" მხარდაჭერითა და ორგანიზებით მოეწყო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)