|
2019-10-22 22:08:11, 2546 ნახვა
პოლიტიკა
1.4 მილიონი ლარი პრემია-დანამატის სახით -საგარეო საქმეთა სამინისტრო ფულს ფლანგავს
არასამთავრობო ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორი" საგარეო საქმეთა სამნისტროს არამიზნობრივ ხარჯებზე საუბრობს და კვლევის შედეგებს აქვეყნებს. 1.4 მილიონი ლარი პრემია-დანამატის სახით, თვითნებურად დანამატის გამოწერის 7 შემთხვევა, რაც ჯამში 18 020 ლარია და საგარეო უწყების თანამშრომელთა % რომელთაც ოფიციალური შტატი არ აქვთ. მონაცემები დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორმა" გაავრცელა. ორგანიზაციაში ეჭვობენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს სამივე სსიპ-ში 2018 წელს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვა იკვეთება. საერთაშორისო ხელშეკრულებების თარგმნის ბიურო, დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, - აუდიტის დასკვნაში და ფლანგვის დეტექტორის კვლევაში ამ სიპების ხელმძღვანელების მხრიდან დანამატების თვითნებურად გამოწერის ფაქტები იკვეთება. არცერთ ორგანიზაციაში დღეს განმარტებებს არ აკეთებენ. 2018 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამ სსიპ-ის თანამშრომლების ანაზღაურება იყო 400 ათას ლარამდე, საიდანაც პრემია-დანამატისთვის მთელი წლის განმალობაში გამოყენებულია 65 ათასი, აქედან 18 020 ლარი გაიცა სამინისტროს ხელმძღვანელობის თანხმობის გარეშე, რაზეც სამინისტროს მხრიდან მოხდა შესაბამისი რეაგირება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)