|
2019-10-21 16:52:37, 2095 ნახვა
კომენტარი
თურნავა: სტატისტიკა მოწმობს, რომ ექსპორტის ზრდისთვის ყველაფერს ვაკეთებთ
„ჩვენი განვითარების ეკონომიკური მოდელი ორიენტირებულია ქართული წარმოების, პირველ რიგში კი საექსპორტო წარმოების განვითარებაზე. ბოლოდროინდელი დინამიკა და სტატისტიკა სწორედ იმას მოწმობს, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ექსპორტი გაიზარდოს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის კომენტირებისას განაცხადა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 11.1 პროცენტით გაიზარდა და 2 719.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 3.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელზე და 6 474.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. „ეს სტატისტიკა კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ჩვენს საექსპორტო ბაზრებს სწორი მიმართულებით ვავითარებთ", - აღნიშნა ნათია თურნავამ. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის იანვარ-სექტემბერში სავაჭრო დეფიციტი 494.5 მლნ. აშშ. დოლარით შემცირდა და 3 755.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. იანვარ-სექტემბერში სავაჭრო დეფიციტმა საგარეო-სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 5.6 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა. რაც შეეხება საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის მონაცემებს გეოგრაფიულ ჭრილში - ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 16.3 პროცენტით გაიზარდა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით და 620.1 მლნ. აშშ. დოლარი - ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 22.8 პროცენტი შეადგინა. დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტი გაიზარდა 23.2%-ით და 1430.9 მლნ. აშშ. დოლარი - მთლიანი ექსპორტის 52.6% შეადგინა. „ჩვენი საექსპორტო ბაზრები მაქსიმალურად დივერსიფიცირებულია და თუ შევხედავთ, რომელი ბაზარი იზრდება წილობრივად ყველაზე სწრაფად - ეს ევროკავშირის ბაზარია, რაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოყვა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)