|
2019-10-21 13:56:06, 1675 ნახვა
კომენტარი
ხაზარაძის ადვოკატი „მუქარის წერილზე“: არავის უთქვამს, რომ ბრალდების მთავარი ადრესატი გიორგი გახარიაა
"არავის უთქვამს, რომ ბრალდების მთავარი ადრესატი არის გიორგი გახარია", - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განაცხადა. ადვოკატის განმარტებით, პროკურატურამ უნდა დაადგინოს იყო თუ არა გახარია მუქარის ავტორი და მან უბრალოდ წერილი გამოატანა ხაზარაძესთან. "არავის არ უთქვამს რომ ბრალდების მთავარი ადრესატი არის გიორგი გახარია. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ წერილი გადმოგვეცა გიორგი გახარიასგან. შესაბამისად, ბრალდების მთავარი ადრესატი ის კი არაა ვისგან გადმოგვეცა წერილი, არამედ ის ვისგანაც მოდიოდა ეს მუქარა, ეს არის გამოძიების დასადგენი. გახარია იყო მუქარის ავტორი, თუ პირი რომელმაც წერილი გამოატანა, ეს ჩვენი საქმე არაა და არ ვიცით. მამუკა ამბობს იმას რაც იცის - წერილი მოვიდა გიორგი გახარიასგან“, - აღნიშნა ადვოკატმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)