|
2019-10-19 11:10:08, 881 ნახვა
საზოგადოება
თბილისი ბავშვზე მორგებული ქალაქების დეკლარაციას შეუერთდა
თბილისის მერმა კახა კალაძემ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) პროექტის „ბავშვზე მორგებული ქალაქები“ ფარგლებში, კიოლნის დეკლარაციას მოაწერა ხელი. დეკლარაცია მიზნად ისახავს ბავშვთა ცხოვრების, შესაძლებლობებისა და კეთილდღეობის დონის გაზრდას ქალაქებში. გერმანიის ქალაქ კიოლნში, 15-18 ოქტომბერს, ბავშვთა მეგობრული ქალაქების პირველი საერთაშორისო სამიტი გაიმართა, რომელზეც აღნიშნულ დეკლარაციას მსოფლიოს 40 ქვეყნის 100-ზე მეტი ქალაქი შეუერთდა. სამიტი, UNICEF-ისა და ქალაქ კიოლნის მერიის მიერ იყო ორგანიზებული და აერთიანებდა მერებს, ადგილობრივ ლიდერებს, სფეროს ექსპერტებს, ბავშვებსა და ახალგაზრდებს. საქართველოდან სამიტში მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილმა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა თინათინ ბაუმმა. კიოლნის დეკლარაცია ეფუძნება მანიფესტს, სახელწოდებით „ჩვენი ქალაქები, ჩვენი ცხოვრება, ჩვენი მომავალი“. მანიფესტი განსაზღვრავს, თუ როგორ შეუძლიათ ქალაქებს, წამოსწიონ ბავშვები წინა პლანზე და მიაღწიონ პროგრესს გაეროს მდგრადი განვითარების იმ მიზნების (SDG 2030) მიღწევაში, რომელიც დაკავშირებულია ბავშვებთან და მათ უფლებებთან. კიოლნის დეკლარაცია გულისხმობს ყველა ბავშვისა და ახალგაზრდისთვის ისეთი ჯანსაღი და უსაფრთხო საზოგადოებისა და გარემოს შექმნას, რომელშიც ბავშვის უფლებები და საჭიროებები, მიღებული და გაზიარებული იქნება საზოგადოების წევრებისა და ადგილობრივი ხელისუფლებებისგან, რაც ასახვას ჰპოვებს კანონმდებლობაში, პოლიტიკაში, ბიუჯეტსა და გადაწყვეტილებებში. „ბავშვზე მორგებული ქალაქი“ UNICEF-ის პროექტია, რომელიც 1996 წლიდან დაიწყო და მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის იურისდიქციის ფარგლებში, ბავშვთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფას. პროექტი 24 ქვეყანაში, ცალკეულ რეგიონებსა და თვითმმართველ სუბიექტებს მოიცავს.
(NS)
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)