|
2019-10-18 10:07:27, 765 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტები გახსნა
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, მოადგილეებთან ერთად, სამინისტროს აკადემიაში ახალი სასროლეთი, სპეციალური ოპერაციების პრაქტიკული მეცადინეობისთვის განსაზღვრული იმიტირებული საცხოვრებელი ნაგებობა და ფიზიკური მომზადების სივრცე გახსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სამივე ინფრასტრუქტურული პროექტი სამინისტროს საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში განხორციელდა. მინისტრმა ახალი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, აკადემიის მსმენელებსა და თანამშრომლებს შეხვდა და მათ წარმატებები უსურვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ახალი სასროლეთი, თავისი მასშტაბებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მომავალი პოლიციელების საცეცხლე და ტაქტიკურ მომზადებას უფრო ეფექტიანს გახდის. ტირი აკადემიის მსმენელებს როგორც პისტოლეტით, ასევე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შესწავლის საშუალებას აძლევს. სასროლეთი აღჭურვილია სამიზნეების ავტომატური გადაადგილების ფუნქციით, შესაბამისი განათებისა და უსაფრთხოების სისტემებით. ტირში, ასევე, შესაძლებელია ავტომობილით შესვლა და მისი საფარად გამოყენებით ცეცხლის გახსნა. პრაქტიკული მეცადინეობისთვის განსაზღვრული იმიტირებული საცხოვრებელი სივრცე - ე.წ. „შუთჰაუსი“ რამდენიმე ოთახისგან შედგება, სადაც, თეორიული სწავლების შემდეგ, აკადემიის მსმენელებს სიმულაციური იარაღის გამოყენებით პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდებათ. ფიზიკური მომზადების სივრცეში (ე.წ. CROSS FIT-ის სივრცე) აკადემიის მსმენელები სპეციალურად შემუშავებული პროგრამის მიხედვით გაივლიან სწავლებებს და სხვადასხვა ინტენსიური დატვირთვის მეშვეობით საკუთარი ფიზიკური უნარების განვითარებას შეძლებენ. გარდა ამისა, პოლიციელთა ფიზიკური მომზადების გაუმჯობესების მიზნით, აკადემიაში არსებულ სავარჯიშო დარბაზს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მოეწყო საშხაპეები. ასევე, განახლდა საცხოვრებელი კორპუსი, რომელშიც 97 მსმენელზე გათვლილი 51 ოთახია (ორადგილიანი და ერთადგილიანი). წელს, აკადემიის საცხოვრებელი კორპუსით ჯამში 250-მა ადამიანმა ისარგებლა.
(NS)
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)