|
2019-10-17 14:14:16, 1498 ნახვა
საზოგადოება
„სამართლიანობა აღდგება მაშინ, როდესაც R2 დაუბრუნდება დამფუძვნებლებს“ - დვალი და აქიმიძე
"ჩვენი ბრძოლა იქნება უკომპრომისო, ტრანსფარანტული და იმედი გვაქვს ამჯერად მაინც იზეიმებს სამართალი და სამართლიანობა", - ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ჯარჯი აქიმიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამასთან, როგორც აქიმიძემ აღნიშნა, "რუსთავი 2"-ის დღევანდელი რეალობა არ პასუხობს სამართლიანობის აღდგენის კრიტერიუმებს. „დღეს, ქართულ სასამართლოში სარჩელის შეტანით იმედს გამოვთქვამთ, რომ მართლმსაჯულება ყურადღებით მოეკიდება პრობლემას, რომელიც ამ ქვეყნის მედიის, მოქალაქეების უფლებების და თავისუფლებების აღდგენას შეეხება. იმედი მაქვს, რომ პროცესი იქნება საჯარო, გამჭვირვალე და მას ყურადღებით დააკვირდებიან, როგორც სხვადასხვა მედიასაშუალებები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ჩვენ კარგად გვესმის, რომ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებული პროცესი მოექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, ამიტომ წინასწარ ვაცხადებთ, რომ ჩვენი მხრიდან ყველა ჩვენი მოქმედება იქნება ღია და საჯარო. მივმართავთ ყველა მედიასაშუალებას მხარდაჭერის თხოვნით, სამოქალაქო საზოგადოებას და დიპლომატიურ კორპუსს აქტიური მონიტორინგი გაუწიონ მთელ ამ პროცესს. "რუსთავი 2"-ის დღევანდელი რეალობა არანაირად არ პასუხობს სამართლიანობის აღდგენის კრიტერიუმებს, სწორედ ამიტომ მივმართავთ ხელისუფლებას და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, ხელი არ შეუშალონ სამართლებრივ პროცესს, რათა ამჯერად მაინც განხორციელდეს 2012 წელს დეკლარირებული დაპირება, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის შესახებ. "ვარდების რევოლუციის" ხელიფუფლებას, რომლის მმრთველობის დროსაც 2004 წელს განხორციელდა ჩვენთვის იძულებით "რუსთავი 2"-ის ჩამორთმევის პროცესი, მოვუწოდებთ ახლა მაინც აღიარონ ჩვენს მიმართ დაშვებული შეცდომა და ხელი შეუწყონ მედია გარემოს გაჯანსაღებას და დემოკრატიის განვითარებას ქვეყანაში. ჩვენი ბრძოლა იქნება უკომპრომისო, ტრანსფარანტული და იმედი გვაქვს ამჯერად მაინც იზეიმებს სამართალი და სამართლიანობა. რუსთავი ორის მიმართ სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც ის დაუბრუნდება მის დამფუძვნებლებს", - განაცხადა აქიმიძემ. "რუსთავი 2"-ის კიდევ ერთი დამფუძნებლის დავით დვალის განცხადებით, ბრძოლა ახალ ფრონტზე იწყება, რაც მისი განმარტებით, სასამართლოში სამოქალაქო სარჩელის შეტანას გულისხმობს. „ფაქტობრივად ვიწყებთ ახალ ფრონტზე ბრძოლას, რაც გულისხმობს, რომ სამოქალაქო სარჩელი შეგვაქვს დღეს სასამართლოში. ჩვენ ფაქტობრივად მეორე ფრონტს ვხსნით. ერთი იყო სისხლის სამართლის საქმე, ახლა კი შეგვაქვს სამოქალაქო სარჩელი“ - განაცხადა დავით დვალმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)