|
2019-10-15 15:03:36, 1962 ნახვა
რეგიონი
ერთად ვიზეიმოდ „შუახევობა 2019“ მოდი #ფუძეობაზე!
19 ოქტომბერს, შუახევის მერია და რეგიონალური ფოლკლორული ფესტივალი "ფუძეობა" მუნიციპალიტეტის მთავარ დღესასწაულზე "შუახევობა 2019" გეპატიჟებათ! არ გამოტოვო წლის ორი საუკეთესო დღესასწაული! #შემოუერთდიზეიმს დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივობები: ღია ცის ქვეშ წარმოდგენილი იქნება დეკორატიული აჭარული კუთხეები და ტრადიციული სამზარეულო. მოეწყობა სამეწარმეო მარკეტი, ადგილობრივი წარმოებული რძის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, აჭარული კერძების დაგემოვნება - რძის ნაწარმი, ბორანო, სინორი, ხავიწი, კაიმაღი, აჭარული დაწნილი ყველი, ყურუთი და სხვა, სოფლის მეურნეობის ნობათის გამოფენა. წარმოდგენილი იქნება ეთნოგრაფიული ნიმუშების, ყოფითი და სამეურნეო ტრადიციებიას ამსახველი ვიზუალური მასალა. გაიმართება საპატიო შუახეველების დაჯილდოვება, ფოლკლორული კონცერტი, კულტურულ - სპორტული სანახაობა, ბარაბან და ბერიკების შოუ. ღონისძიების ბოლოს ჩატარდება დასკვნითი კონცერტი - ჩვენი ქვეყნის წამყვანი ვარსკვლავების მონაწილეობით! ღონისძიების მხარდამჭერი და ორგანიზატორი: - შუახევის მერია; გენერალური სპონსორი - Credo Bank / კრედო ბანკი; უფასო ინტერნეტით უზრუნველყოფა- სქაიტელი - SkyTel; უცვლელი პარტნიორი - Check in Georgia. #ერთადვიზეიმოთშუახევობა! #დაუბრუნდიერთიდღითშენსფუძესშუახევში
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|




ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)