|
2019-10-14 11:58:02, 1382 ნახვა
საზოგადოება
დავით თვალაბეიშვილი - ჩვენი ვარაუდით, მომავალი 3 წლის განმავლობაში ენერგოსისტემას 500 მგვტ-მდე დამატებითი სიმძლავრე შეემატება
არაგვიჰესი და მისი წყალსაცავი ენერგეტიკული დანიშნულების გარდა, ადგილობრივი ეკონომიკის სხვა სექტორების განვითარებასაც უწყობს ხელს. ჰესის მშენებლობისას გაყვანილი გზა და ხელოვნური ტბა იზიდავს ტურისტებს, აღდგენილი გზით კი ადგილობრივ ფერმერებს საქონელი გადაჰყავთ. არაგვიჰესს, რომლის ერთი სადგური მიმდინარე წელს შევიდა ექსპლუატაციაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი ეწვია და მის საქმიანობას გაეცნო. ახალი სადგურის დადგმული სიმძლავრეა დაახლოებით 2 მგვტ, ხოლო განხორციელებულმა ინვესტიციამ 8,8 მლნ ლარი შეადგინა. არაგვიჰესი 2 ერთ-ერთია იმ 11 ჰიდროსადგურიდან, რომელიც ქვეყნის ენერგოსისტემას ბოლო 2 წლის მანძილზე შეემატა. მათი დადგმული სიმძლავრე 100 მგვტ-ია. მინისტრის მოადგილე სადგურის პერსონალსაც გაესაუბრა. არაგვიჰესის ორივე სადგურზე 10 ადამიანია დასაქმებული, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა. მათი განცხადებით, მას შემდეგ, რაც არაგვიჰესის მშენებლობისას ინვესტორმა კომპანიამ სამანქანო გზა აღადგინა, ხეობა, რომელიც მანამდე გაუვალი იყო, მესაქონელობის განვითარებისთვის ხელსაყრელი გახდა. სადგურისა და მისი ინფრასტრუქტურის მშენებლობამ ასევე ხელი შეუწყო ტურისტულ ბიზნესს. კერძოდ, ხეობაში საქმიანობენ კომპანიები, რომლებიც ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს კვადროციკლების დაქირავებასა და პარალანებით ფრენას სთავაზობენ. „მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარების დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსებით მოხდეს. ჩვენ საქართველოს ენერგოსექტორში დაახლოებით 1 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელების შესახებ მემორანდუმები გავაფორმეთ. ჩვენი ვარაუდით, მომავალი 3 წლის განმავლობაში ჩვენს სისტემას 500 მგვტ-მდე დამატებითი სიმძლავრე შეემატება და დაახლოებით 40-მდე ჰესი და სხვა ენერგოობიექტი აშენდება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა.
(NS)
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)