23:35 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-12 16:33:46, 2852 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრო ცალკეულ საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნებულ არაზუსტ ინფორმაციას ეხმაურება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ცალკეულ საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნებულ არაზუსტ ინფორმაციას ეხმაურება.

„თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საშტატო ნუსხით დამტკიცებული  ყველა სხვა პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობრივი სარგო 2018 წლიდან განისაზღვრა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. შედეგად, 2018 წლამდე არსებული შრომის ანაზღაურების სისტემა შეიცვალა და სახელფასო კოეფიციენტის განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნა თანამდებობის ფუნქციების რანგირება და თანამდებობათა კლასიფიცირების სისტემა („პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის,შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ 26.04.2016 წლის N215 მთავრობის დადგენილებით).

შესაბამისად, ცალკეული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს შრომის ანაზღაურების განსაზღვრა თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში  დასაკავებელ პოზიციებზე  2019 წლის ოქტომბერში  გამოცხადებული კონკურსის წინ მოხდა არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ასევე, აღსანიშნავია, რომ ცალკეული საინფორმაციო საშულებების მიერ  შრომის ანაზრაურებად მითითებული იყო  დარიცხული თანხა, რომელსაც აკლდება საშემოსავლო გადასახადი 20%-ის  ოდენობით“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics